მარტვილის წაჩხურუს მონასტერში საკვირაო წირვა პოტესტის ფონზე მიმდინარეობს
მარტვილში, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის მონასტერში საკვირაო
წირვა
პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. წირვას ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე
ატარებს, რომ აქ მრევლთან და ჩოხოსნებთან ერთად მოვიდა.
ეპისკოპოსს განკვეთილი სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
მარტვილის სალხინოს მონასტრიდან 5 ნოემბერს, დილაადრიან პოლიციის დახმარებით გააძევეს ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ განკვეთილი სასულიერო პირები. მანამდე, მათ ჭყონდიდის ეპარქიიდან მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, როგორც განკვეთილ პირებს, ტაძარი 4 ნოემბრამდე უნდა დაეტოვებინათ.
განკვეთილები არ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და რამდენჯერმე საპროტესტო შეკრებაც გამართეს მონასტერთან.
მარტვილში, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთვრობიდან გაათავისუფლა. მეუფე პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ ეპისკოპოსს და ითხოვენ საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ის ბრალდებები, რის გამოც ის დაითხოვეს.