ახალი ამბები
მდინარე ენგურმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა
მდინარე ენგურმა, კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა.

"ლაივპრესის" ინფორმაციით, ეს ადამიანი წალენჯიხის მცხოვრებია, რომელსაც სვანეთში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ეძებდნენ. ის ჭუბერში, სახერხ საამქროში მუშაობდა.

შსს-სგან აღნიშნულზე ველოდებით ინფორმაციას.