ახალი ამბები
ფოცხოეწერში ხანძარს 42 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
წალენჯიხის სოფელ ფოცხოეწერში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ახალგაზრდა, 42 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ის სავარაუდოდ კვამლით გაიგუდა. სახლი მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა.

წალენჯიხის მერიაში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ ცეცხლი სამზარეულოს გაუჩნდა. მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და მის გარდა სახლში არავინ იმყოფებოდა.