ახლადარჩეული მერები მუშაობას შეუდგნენ
ახლადარჩეული მერები, რომლებმაც მეორე ტურში გაიმარჯვეს,
უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ.
პირველი სამუშაო დღე აქვთ მუნიციპალიტტების ხელმძღვანელ პირებს ზუგდიდში, ხობში, სენაკში, მარტვილში, ჩხოროწყუში, ფოთსა და წალენჯიხაშიც. მათგან მხოლოდ წალენჯიხის მერია ოპოზიციონერი, გიორგი ხარჩილავა. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.
მამუკა წოწერია თანამშრომლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ მოადგილეებთან ერთად წარუდგინა. მან ახალ მერს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ის იქნება საუკეთესო მერი მუნიციპალიტეტებს შორის.
თავის მხრივ, მამუკა წოწერიას განცხადებით, განვითარების ტემპი არა მხოლოდ შენარჩუნდება, კიდევ უფრო გაიზრდება.
"იწყება პერიოდი დაუღალავი მუხლჩაუხრელი შრომის და განვითარება გახდება კიდევ უფრო ხელშესახები და თითოეული მოსახლის კეთილდღეობაზე ორიენტირებული", - თქვა მამუკა წოწერიამ.
როდის შეიკრიბება ახლადფორმირებული საკრებულოები, ჯერ უცნობია. ცესკოს განცხადებით, გადაწყვეტილებას პირველი სხდომების ჩატარებაზე უახლოეს დღეებში მიიღებენ.