სოციალური დახმარების ნაცვლად, შრომისუნარიან მოქალაქეს სამუშაო ადგილებს შევთავაზებთ - ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალური
დახმარების ნაცვლად,
შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზონ. ამბობს,
რომ ამ საკითხზე მუშაობა დაწყებული აქვთ და უახლოეს რამდენიმე კვირაში
წარადგენენ ევროპის ქვეყნებში აპრობირებულ პროგრამას.
ღარიბაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში დღეს დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქეა. მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანი, რომლებიც არსებული სოციალური პოლიტიკის გამო, სამუშაო ადგილების მოსაძებნად არ არიან მოტივირებულები.
"რეალურად, არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა შევაგუეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. რეალურად, დღეს შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს ახალი სამუშაო იმის შიშით, რომ შემდეგ მას სახელმწიფომ სოციალური დახმარება არ მოუხსნას, არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს და ეს რა თქმა უნდა, კატასტროფაა. ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია და ჩვენ როგორც ხელისუფლებამ, მთავრობამ უნდა გადავდგათ გაბედული და ქმედითი ნაბიჯები. ამ მიზნით, მე უკვე მქონდა საუბარი მთავრობის წევრებთან, ეკონომიკურ გუნდთან, მაქვს იდეა და ინიციატივა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ვიცე-პრემიერი, ბატონი ლევან დავითაშვილი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ეს იქნება საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამა,რომლის ფარგლებშიც შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილებს შესთავაზებენ. ამბობს, რომ ამ გზით შესაძლებელია შექმნან ასეთი სამუშაო ადგილები ათასობით და ათიათასობით თითოეული ქალაქისთვის, მუნიციპალიტეტისთვის.
"უამრავი მაგალითი ვიცით იმის, რომ მაგალითად ადამიანი თუ შეიძენს ტელევიზორს ან მაცივარს, ქულები აკლდებათ და უწყდებათ სოციალური დახმარება. ან თუ სეზონური სამუშაოებია ბაზარზე ხელმისაწვდომი, ისინი არ არიან დაინტერესებული, რომ სხვა საქმითაც დასაქმდნენ და მეტი დამატებითი შემოსავალი მიიღონ, რაც, კიდევ ვიმეორებ, კატასტროფაა. ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოქნილი სისტემა, რომლის შედეგადაც ერთის მხრივ, მინიმუმ ის დახმარება, რაც დღეს მათ ეძლევათ, ხელფასის სახით მიიღონ, ოღონდ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის და ამას გარდა, სხვა დამატებითი, ამის ზევიდან, რაც მათ შეუძლიათ, რომ მოიძიონ, დაიწყონ ახალი სამუშაო დამატებით, მათ უნდა ჰქონდეთ ამის თავისუფლება. ორი-სამი სამუშაო ადგილი შეუძლიათ, რომ პარალელურად იშოვონ და მეტი შემოსავალი შეიტანონ საკუთარ ოჯახებში", - აცხადებს ღარიბაშვილი.
მისი თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში ჩართავენ პროფესიულ სასწავლებლებს. სხვადასხვა სპეცილობით გადამზადდებიან მოქალაქეები.