ელენე ხოშტარიამ საკვების მიღება დაიწყო
ელენე ხოშტარია, რომელიც შიმშილობის შემდეგომ, სარეაბილიტაციო პერიოდს
"ნიუ ჰოსპიტალში" გადის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აწვდის
საზოგადოებას ინფორმაციას. ამბობს, რომ თავს უკეთ გრძნობს, საკვების
მიღება დაიწყო და იმედი აქვს, მალე გაწერენ.
"სისუსტე დავამარცხე, ფეხებში ძალა ვიგრძენი, ანალიზები კარგი მაქვს, კითხვა დავიწყე. დღეს პირველად ვჭამ უკვე საჭმელს. ეს არის ჩემი ელარჯიც, მწვადიც, დედას პურიც, კრუასანიც, სტეიკიც, ღვინოში გამომცხვარი ხორციც, ჩინურიც…დინამიკა იმდენად კარგია, რომ მგონი, მალე გამომწერენ საავადმყოფოდან", - წერს ელეე ხოშტარია.

მან 17 დღე იშიმშილა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. პროტესტის შეწყვეტის საფუძვლად პოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზება დაასახელა.