ახალი ამბები
ბოლო 24 საათში რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში რუხის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებუთი ორი პაციენტი გარდაიცვალა - ზუგდიდის მკვიდრი, 82 წლის ქალი და ასევე ზუგდიდელი 46 წლის მამაკაცი. ორივე მკურნალობას რუხის კლინიკაში გადიოდა.

რეგიონში რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში მკურნალობას აგრძელებს 475 პაციენტი. მძიმეა 39-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება - 24 კოვიდ ინფიცირებული. ბოლო 24 საათში რეგიონში გამოჯანმრთელდა 278 კოვიდ პაციენტი.

კლინიკების მიხედვით დეტალური მონაცემები ასეთია:

რუხის კლინიკაში იმყოფება - 174 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმეა 34;
ფოთის კლინიკაში იმყოფება - 39;
სენაკის კლინიკა "სენამედში" – 44;
ფოთის კლინიკა "ბომონდში"- 45, მათ შორის მძიმეა 3;
აბაშის "ევექსის" კოვიდ კლინიკა - 27 პაციენტი;
სენაკი "ლაზიკა მედი" – 98 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2 და საშუალო სიმძიმის 85;
მარტვილის "ევექსის კლინიკაში" - 20 პაციენტია,
წალენჯიხის "ევექსის კლინიკაში" კი - 28.