ახალი ამბები
თოვის გამო, მესტია-უშგულის მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს
თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მესტია-უშგულის მონაკვეთზე აიკრძალა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე საავტომობილო გზის უშგული-ლასდილის მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სხვა ავტომანქანის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო ზუგდიდი-მესტიის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.