ახალი ამბები
რესტორნების მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა იხსნება
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროს გიორგი ღიბრაძის განცხადებით, პირველი დეკემბრიდან რესტორნების მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა იხსნება. მან ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"რესტორნებს, რომელთაც პირველი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე", – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

დღეის მდგომარეობით რესტორნებს მუშაობის უფლება 23:00 საათამე აქვთ.