ახალი ამბები
საქართველოში ვაქცინირებულ პირებს, ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოსვლისას, პისიარ ტესტს არ მოთხოვენ
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებულები და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, პისიარ ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

გადაწყვეტილება საზოგადოებას, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააცნო.

ამას გარდა, რესტორნებს, რომელთაც პირველი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე.