ახალი ამბები
კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა 50%-მდე იზრდება
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა გაიზრდება.

საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მაყურებელთა რაოდენობა 30-დან 50 პროცენტამდე გაიზრდება.