ახალი ამბები
მარტვილის ახალგარემონტებულ სკოლაში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა
მარტვილის სოფელ დიდი ჭყონის საჯარო სკოლაში, ერთ-ერთ კლასში გაკვეთილის მიმდინარეობისას ჭერის ნაწილი, მსუბუქი კონტრუქცია ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობა ახლადგარემონტებულია. რესურსცენტრის ხელმძღვანლმა პაშა გულორდავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ რაიმე ტიპის სხვა დაზიანება რეკონსტრუქციის შემდეგ არ გამოვლენილა.

"ძალიან კარგი გაკეთებული იყო და ჩვენც გაგვიკვირდა. ზედამხევდევლობის სამსახურს და კომპანიის წარმომადგენლებს სკოლამ უკვე მიაწოდა ინფორმაცია. გვითხრეს, რომ გადმოსულები არიან. დღესვე დაათვალიერებენ. შეაფასებენ მდგომარეობას. საგარანტიო ვადის პირობებში ყველა ხარვეზს გამოასწორებენ", - განმარტა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.

პაშა გულორდავას თქმით, დღევნდელი და ხვალინდელი გაცდენილი საათები, რა პერიოდიც პრობლემის აღმოფხვრას დასჭირდება, შაბათს ანაზღაურდება.