ახალი ამბები
კორონავირუსს 57 პაციენტი ემსხვერპლა, დადასტურდა 4 331 შემთხვევა
ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 52 987 პირი გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი 4 331 მოქალაქეს დაუდასტურდა. სულ გამოვლენილია 826 714 შემთხვევა.

სამეგრელოს რეგიონში 326 ახალი შემთხვევაა.

აქტიურია 46 393 შემთხვევა.

გარდაიცვალა 57 პაციენტი. ჯამში 11 736 გარდაცვლილი.

გამოჯანმრთელდა 4 804 ადამიანი. სულ 768 559 გამოჯანმრთელებული.

ბოლო 24 საათში აიცრა 9 398 მოქალაქე. აქედან სამეგრელოს რეგიონში 822.