ახალი ამბები
კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში
სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში კორონავირუსს 4 პაციენტი ემსხვერპლა. რუხის კლინიკაში ზუგდიდის მცხოვრები 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

სენაკის კლინიკა "სენამედში" სამი პაციენტი გარდაიცვალა - მარტვილელი 75 წლის მამაკაცი, ხობის მცხოვრები 80 წლის ქალი და სენაკელი 83 წლის მამაკაცი.

რეგიონის კოვიდ კლინიკებში 470 პაციენტი მკურნალობს.

რუხის კლინიკაში 174 ინფიცირებული რჩება. მათ შორის მძიმე 34.

ფოთის კლინიკაში 39 პაციენტია.

სენაკის კლინიკა "სენამედში" 44.

ფოთის კლინიკა "ბომონდში" იმყოფება 45 კოვიდ პაციენტი. მათ შორის მძიმე 3.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში - 27.

სენაკის "ლაზიკა მედში" - 98. აქედან მძიმეა 2-ის მდგომარეობა, 85-ის კი საშუალო სიმძიმის.

მარტვილის ევექსის კლინიკაში 20 პაციენტი რჩება.

წალენჯიხის ევექსის კლინიკაში - 23.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 234 მოქალაქე.

რეგიონის მასშტაბით საკარანტინე სივრცეში იმყოფება 24 კოვიდ ინფიცირებული პირი.