ახალი ამბები
მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში - სააკაშვილი
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საზოგადოებას საპროტექტო აქციებისკენ მოუწოდებს. შედარებით მცირემასშტაბიანი შეკრებების პარარელურად, ის საუბრობს ერთი დიდი აქციის მოწყობაზე დეკემბერში.

"მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი. ამავე დროს, ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვლად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღას. მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში.

29-ში ჩანიშნულ "სასამართლო" პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად", - ნათქვამია საქართველოში.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს.

თავის მხრივ, ოპოზიცია კვირის ბოლოს გააჟღერებს სამოქმედო გეგმას. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა "მოპარული არჩევნების" დაბრუნება იქნება.