თუ ხვალიდან დეპუტატებს ჩემთან არ შემოუშვებენ, უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე - სააკაშვილი
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკვე ერთი კვირაა
მასთან არ უშვებენ
"ნაციონალური მოძრაობის" და სხვა პარტიების წარმომადგენლებს. ამიტომ,
თუ ხვალიდან დეპუტატებს არ ექნებათ ეს შესაძლებლობა, მკურნალობის
გაგრძელებაზე უარს იტყვის და მხოლოდ იმ მედიკამენტებს მიიღებს, რაც
"ტყვედ ჩავარდნამდე" გამოუწერეს.
"ბოლო დღეებში სუსის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
მანვე დღეს ხალხს აქციებისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება მისი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს.
თავის მხრივ, ოპოზიცია კვირის ბოლოს გააჟღერებს სამოქმედო გეგმას.