ახალი ამბები
პოლიციამ აქციის ორი მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანა
ზუგდიდის საკრებულოს შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციიდან პოლიციამ ორი ადამიანი გაიყვანა და ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში. ჯერჯერობით უცნობია, დააკავეს ისინი თუ არა. აქციის მონაწილეები ანა ითლიძის მსგავსად საპროტესტო წარწერების დატოვეას ცდილობდნენ.

ენმ-ის წარმომადგენელ ანა წითლიძის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ერთ-ერთია ახლადარჩეული საკრებულოს წევრი დათო ფიფია.

მანამდე წითლიძეს არ მისცეს წარწერების დატოვების შესაძლებლობა სამართალდამცველებმა.

საკრებულოს სხდომის პარარელურად, ოპოზიციის საპროტესტო აქცია გრძელდება.

მანამდე ოპოზიციის წარმომადგენლებს სხდომათა დარბაზი, სადაც 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ, სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ოპოზიცია შეეცადა სხდომა ჩაეშალა, რომელიც მათივე განმარტებით, უკანონოდ გეგმავს იმ ფინანსური დოკუმენტის მიღებას, რომელზეც პასუხისმგებლობა ახალმა საკრებულომ უნდა აიღოს.

ანა წითლიძის განმარტებით, ახლადფორმირებული საკრებულოს პირობებში მმართველ პარტიას არ აქვს უმრავლესობა და პროექტის ორჯერ ჩავარდნის შემთხვევაში, მერის და საკრებულოს ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ადგილობრივი ხელისუფლების მიზანი სწორედ ამ პროცესის თავიდან არიდებაა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 46 მილიონ 500 ათასი ლარითაა განსაზღვრული.