ახალი ამბები
ოპოზიციის მიზანი მუნიციპალიტეტის ჩიხში შეყვანა იყო, ამას ვერ დავუშვებდით - მერი ბიუჯეტის დამტკიცებაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ მოქმედი საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილება, რომლითაც დამტკიცდა მომდევნო, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი, ლეგიტიმური და სამართლიანია. ამის შესახებ მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებს, სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი მტკიცებით, საბიუჯეტო პროცესი წარიმართა საბიუჯეტო კოდექსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული ყველა პროცედურის და ვადების დაცვით. "დესტრუქციული ოპოზიციის" მიზანი კი, როგორც აღნიშნა, არის არა საფინანსო დოკუმენტის მოცულობა, მისი ძირითადი პარამეტრები, გადანაწილება სხვადასხვა მიმართულებით, არამედ ინსტრუმენტი, რომ მუნიციპალიტეტი ჩიხში შეიყვანონ, კრიზისში და მომავალ წელს გააჩერონ მუნიციპალიტეტი. ამას, მამუკა წოწერიას თქმით, ვერ დაუშვებდნენ.

"აქედან გამომდინარე, როგორც ლეგიტიმურია დღევანდელი საკრებულოს გადაწყვეტილება, მოქმედი საკრებულოს გადაწყვეტილება, ასევე არის სამართლიანი იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა თავისი ფინანსური გეგმის შესაბამისად განაგრძოს განვითარება, განაგრძოს ყოველდღიური ცხოვრება. აქედან გამომდინარე, მე ვულოცავ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, რომ ბიუჯეტი მიღებულია და ხვალიდან დაიწყება ფიქრი იმ კონკრეტული გეგმების შესრულებაზე მომავალი წლიდან, რომელიც აუცილებლად უნდა განვახორციელოთ და ჩვენი თითოეული მოქალაქე ამას იგრძნობს, საგრძნობ ტემპებს განვითარების", - განაცხადა მერმა.

კითხვის პასუხად, რომ გასულ წლებში ბიუჯეტს საკრებულოყოველთვის წლის ბოლოს ამტკიცებდა, მამუკა წოწერია ამბობს, რომ წინა წლების ტენდენციები არ არის განმსაზღვრელი იმის, თუ როდის მიიღებენ მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს. მისი განმარტებით, მთავარია ეს კანონიერად, პროცედურების სრული დაცვით მოხდეს. მერი ირწმუნება, რომ ისინი სწორედ კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ, როგორც სამართლებრივ სახელმწიფოს შეეფერება.

ახალი ბიუჯეტი განისაზღვრა 47 მილიონ 200 ათასი ლარით. მამუკა წოწერიას თქმით, პრიორიტეტია ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, გარემოს დაცვა, ახალგაზრდობა, კულტურა, სპორტი და კიდევ სხვა მიმართულებები.

"ბიუჯეტით გარანტირებულია ამ პრიორიტეტების მიღწევა და იმ გეგმების მიღწევა, რომელიც მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი", - აღნიშნა მან.

ზუგდიდის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ მიიღო 2022 წლის ბიუჯეტი. საკრებულოს სხდომას მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.მანამდე ოპოზიცია პოლიციამ ძალის გამოყენებით გააძევა დარბაზიდან.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფინანსური დოკუმენტი ნოემბერში მიიღეს. როგორც წესი, ბიუჯეტს წარმომადგენლობითი ორგანო დეკემბრის ბოლოს ამტკიცებდა.

უფრო ადრე, ოპოზიცია შეეცადა სხდომა ჩაეშალა, რომელიც მათივე განმარტებით, უკანონოდ გეგმავს იმ ფინანსური დოკუმენტის მიღებას, რომელზეც პასუხისმგებლობა ახალმა საკრებულომ უნდა აიღოს.

ანა წითლიძის განმარტებით, ახლადფორმირებული საკრებულოს პირობებში მმართველ პარტიას არ აქვს უმრავლესობა და პროექტის ორჯერ ჩავარდნის შემთხვევაში, მერის და საკრებულოს ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ადგილობრივი ხელისუფლების მიზანი კი, სწორედ ამ პროცესის თავიდან არიდება იყო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
დნეპრზე სარაკეტო შეტევა გახორციელდა. რაკეტები საცხოვრებელ სახლს
მოხვდა.
17:28 / 26.11.2022
დნეპრზე სარაკეტო შეტევა გახორციელდა. რაკეტები საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პატიმრობაში მყოფ საქართველოს
მესამე პრეზიდენტ
11:17 / 26.11.2022
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ
ხობელი მოკრივე დემურ ქაჯაია მსოფლიო ვიცეჩემპიონი გახდა.
00:58 / 26.11.2022
ხობელი მოკრივე დემურ ქაჯაია მსოფლიო ვიცეჩემპიონი გახდა.
ზუგდიდელი მოკრივე გოჩა გორდულავა მსოფლიო ვიცეჩემპიონია. ფინალურ
შეხვედრაში,
00:17 / 26.11.2022
ზუგდიდელი მოკრივე გოჩა გორდულავა მსოფლიო ვიცეჩემპიონია. ფინალურ შეხვედრაში,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.