ბიუჯეტის დამტკიცება 2017 წლის მოწვევის საკრებულოს მიერ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო - სუბარი
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი, სოზარ სუბარი ბრიფინგზე
გამოეხმაურა
ზუგდიდის და ბათუმის საკრებულოებში განვითარებულ მოვლენებს. მან
მომხდარს "დესტრუქციული ოპოზიციის" მორიგი "სპექტაკლი" უწოდა.
აღნიშნა, რომ ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ დაარწმუნათ, რომ პოლიტიკური
გადაწყვეტილება, კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტი
2017 წლის მოწვევის საკრებულოს შემადგენლობებს დაემტკიცებინათ,
შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი, განვითარებაზე ორიენტირებული
გადაწყვეტილება იყო.
"ჩვენ გამოვიყენეთ ის შესაძლებლობა, რომელსაც გვაძლევს საქართველოს კონსტიტუცია და კანონდებლობა, რათა ოპოზიციაში მყოფ რადიკალურ ძალებს, რომლებიც მუდმივად არეულობის შექმნაზე არიან მომართული, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ჩაგდების, შესაბამისად, ადგილობრივი ორგანოების სამსახურების მუშაობის, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების, ჯამში კი, ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განვითარების შეჩერების შესაძლებლობა არ მისცემოდათ.
დღეს ოპოზიციას არანაირი ხელჩასაჭიდი არ აქვს და მათი მთავარი მესიჯბოქსი "ფეიკზე" გადის. ისინი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს ვადაგასულს უწოდებენ, თუმცა, თავადვე ამბობენ, რომ საკრებულოს ძველ შემადგენლობას უფლებამოსილებას ვადა მაშინ გასდის, როდესაც ახლადარჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი სხდომა გაიხსნება, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერ არ მომხდარა!
ამ ადამიანების დღევანდელი მოქმედებით დასტურდება, რომ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა ჰქონდათ, პრობლემების შექმნას აპირებდნენ, რათა არ დამტკიცებულიყო ბიუჯეტი, გაჩერებულიყო მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება და საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე, მნიშვნელოვანი ბარიერები შეექმნათ.
იქ, სადაც არის საზოგადოებრივი ინტერესი, არჩევანი განვითარებასა და სტაგნაციას შორის, ყოველთვის მოსახლეობის მხარეს დავდგებით და ყველა ლეგალურ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ამ ძალებმა საკუთარ მიზნებს მოსახლეობის კეთილდღეობის დაზიანების ფასად მიღწიონ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ზუგდიდსა და ბათუმში, მომავალი წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულოებმა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცეს. სხდომიდან ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა. მათი თქმით, "ვადაგასულმა" საკრებულომ უკანონოდ მიიღო მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომელზეც პასუხისმგებლობა ახალ საკრებულოს უნდა აეღო.
თავის მხრივ, ადგილობრივ ხელისუფლებაში აღიარებენ, რომ ბიუჯეტის ნაჩქარევად დამტკიცება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რათა პროექტი ახალ საკრებულოს არ ჩაეგდო და მუნიციპალიტეტი კრიზისში არ შეეყვანა.
ზუგდიდის ახალ საკრებულოში მმართველ პარტიას არ აქვს უმრავლესობა. მას 20 წევრი ჰყავს, ენმ-ს 22, "გახარია-საქართველოსთვის" კი სამი.
ზუგდიდში ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის ორი მონაწილე, ბათუმში კი 4.