ახალი ამბები
რუხის კლინიკაში მესტიის მცხოვრები გარდაიცვალა
რუხის კოვიდ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული, მესტიის მცხოვრები 71 წლის ქალი გარდაიცვალა.

სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში 470 პაციენტია. აქედან, რუხის კლინიკაში იმყოფება 174. მათ შორის მძიმე 34.

ფოთის კლინიკაში 39 ინფიცირებული მკურნალობს.

სენაკის კლინიკა "სენამედში" 44.

ფოთის კლინიკა ბომონდში 45 პაციენტი რჩება. მძიმეა 3-ის მდგომარეობა.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 27 პაციენტია მოთავსებული.

სენაკის "ლაზიკა მედში" – 98. აქედან 2 მძიმე და საშუალო სიმძიმის 85.

მარტვილის ევექსის კლინიკაში 20 პაციენტი მკურნალობს.

წალენჯიხის ევექსის კლინიკაში 23.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 264 მოქალაქე.

რეგიონის მასშტაბით საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 24 კოვიდ ინფიცირებული.