ახალი ამბები
ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს
ელენე ხოშტარიამ საავადმყოფო დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. ამბობს, რომ ცოტა დრო კიდევ სჭირდება ძალების აღსადგენად, სავარაუდოდ ერთ კვირაში კი საქმეებს დაუბრუნდება.

"მეგობრებო, გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა ნიუ ჰოსპიტალს. ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია", - წერს ის.

ელენე ხოშტარიამ 17 დღე იშიმშილა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. პროტესტის შეწყვეტის საფუძვლად პოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზება დაასახელა.