„დინამო“ ზუგდიდმა „რუსთავს“ მოუგო და ჯგუფში ერთი საფეხურით დაწინაურდა
21:54 / 27.11.2021
"დინამო" ზუგდიდმა "რუსთავის" ფეხბურთელებს განმუხურის სტადიონზე
უმასპინძლა. მატჩის მე-7 წუთზე
ანგარიში სტუმრებმა საბა ზაზიკაშვილის გოლით გახსნეს. მალევე
მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს. თერთმეტმეტრიანი დარტყმა სწორად
ალექსანდრე სულაძემ გამოიყენა.
ზუსტად ორ წუთში ზუგდიდელები როინ ჩხაიძემ დააწინაურა. 31-ე წუთზე, ვალერი ოლხოვმა ანგარიში სამამდე გაზარდა. პირველი ნახევრის მიწურულს, ლუკა სოსიაშვილმა მეოთხედ აიღო მეტოქის კარი.
საპასუხო გოლი გაიტანა და ანგარიში შეამცირა "რუსთაველმა" პაატა კიტეიშვილმა პირველი ტაიმის დასასრულს.
საბოლოოდ, ზუგდიდელმა ფეხბურთელებმა 4:2 მოიგეს და ეროვნულ ლიგა 2-ში ერთი საფეხურით დაწინაურდნენ.
მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, "დინამო" ზუგდიდმა ჯგუფში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.