ახალი ამბები
რუხის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში რუხის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებუთი ერთი პაციენტი გარდაიცვალა - ჩხოროწყუს მკვიდრი, 80 წლის ქალი.

რეგიონში რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში მკურნალობას აგრძელებს 469 პაციენტი. მძიმეა 39-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება - 24 კოვიდ ინფიცირებული. ბოლო 24 საათში რეგიონში გამოჯანმრთელდა 263 კოვიდ პაციენტი.

კლინიკების მიხედვით დეტალური მონაცემები ასეთია:

რუხის კლინიკაში იმყოფება - 174 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმეა 34;
ფოთის კლინიკაში იმყოფება - 39;
სენაკის კლინიკა "სენამედში" – 44;
ფოთის კლინიკა "ბომონდში"- 45, მათ შორის მძიმეა 3;
აბაშის "ევექსის" კოვიდ კლინიკა - 27 პაციენტი;
სენაკი "ლაზიკა მედი" – 98 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2 და საშუალო სიმძიმის 85;
მარტვილის "ევექსის კლინიკაში" - 20 პაციენტია,
წალენჯიხის "ევექსის კლინიკაში" კი - 23