ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით კიდევ 6 545 ადამიანი აიცრა
28 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 2 152 380 აცრაა ჩატარებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 144 894 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 40.3%.

სრულად ვაქცინირებულია 994 285 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.8%.
27 ნოემბერს 6 545 ადამიანი აიცრა.