დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ექსპრეზიდენტ
მიხეილ სააკაშვილის
სასამართლო პროცესია ჩანიშნული, სამართალდამცავები არიან
მობილიზებული.
სასამართლოს გარე პერიმეტრზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.
ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა ბრალდებული სასამართლო სხდომას, თუმცა გორის ჰოსპიტლიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ავტომანქანა გამოვიდა4 პიკაპის თანხლებით. მანამდე კი ჰაერში თვითმფრინავი მოძრაობდა.
დღევანდელი პროცესი 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის საქმეებს ეხება. სხდომა 11 საათზე დაიწყება.
მედიის წარმომადგენლებს და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს სასამართლოს ეზოში არ უშვებენ.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ამ დრომდე ის არ დასწრებია საკუთარ სასამართლო სხდომებს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური სასამართლოში მის მიყვანაზე უარს ამბობდა. მიზეზად ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და ჯანმრთელობისთვის დამატებითი რისკები სახელდებოდა.
ექსპრეზიდენტმა 50 დღიანი შიმშილობა გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა.
მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.
ამას გარდა, ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით უკვე ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.