მიხეილ სააკაშვილი დღეს პირველად დაესწრება სასამართლო სხდომას
რამდენიმე წუთში თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყება განხილვა
2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო
აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის
საქმის. სხდომას პირველად დაესწრება ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი.
სასამართლოს შენობასთან, სადაც ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები არიან შეკრებილები, ხმაურია. შენობაში ნახევარსაათიანი დაყოვნების შემდეგ შეუშვეს ბრალდებულის ადვოკატები და დედა, გიული ალასანია.
ამას გარდა, ოპერატორები, რომლებიც შემაღლებული ადგილიდან იღებდნენ კადრებს, პოლიციელებმა იძულებით ჩამოიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.
ამას გარდა, ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით უკვე ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.