ახალი ამბები
სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე 15 პირი დააკავეს
FaceBook Twitter
E-mail Print
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 15 პირი დააკავეს. ისინი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.

სამინისტროს განცხადებით, სასამართლო პროცესის პარალელურად გამართული საპროტესტო აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს. აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და მათ ძალადობრივი მეთოდებით წინააღმდეგობა გაუწიეს, სამართალდამცველებმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

"სასამართლოს შენობის და ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან შეკრებილებმა მოგვიანებით გადაინაცვლეს აღმაშენებლის ხეივანში და გზის სავალი ნაწილი უკანონოდ გადაკეტეს. სამართალდამცველთა არაერთი მოწოდების მიუხედავად, გაეხსნათ გზის სავალი ნაწილი, აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული რჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ. მართლწესრიგის დასაცავად ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე, ტერიტორიაზე რჩება შესაბამისი საპოლიციო ტექნიკაც", - აღნიშნულია განცხადებაში.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი გიგი უგულავაა.

პარარელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 7 ნოემბრის აქციის დარბევის და ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის საქმის განხილვა. საზოგადოებას სიტყვით მიხეილ სააკაშვილი მიმართავს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) კორონავირუსის ახალი შტამის
11:35 / 21.01.2022
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) კორონავირუსის ახალი შტამის
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა აეროდრომის
11:20 / 21.01.2022
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა აეროდრომის
ბოლო 24 საათში 56 386 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის
სწრაფი ტესტით - 35 725,
10:48 / 21.01.2022
ბოლო 24 საათში 56 386 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 35 725,
აფხაზეთში კორონავირუსზე 380 პირი გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი
10:27 / 21.01.2022
აფხაზეთში კორონავირუსზე 380 პირი გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.