ბევრი ისეთი შეცდომა მქონდა, რომელსაც მწარედ ვნანობ, მაგრამ შეცდომა ერთია და დანაშაული მეორე - სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე
პრეზიდენტი და ქართული
სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება ყოფილიყო დამნაშავე, რადგან
დამნაშავეები სახელმწიფოებს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ.
"საკმარისზე მეტი შეცდომა მქონდა. ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ. პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ძალიან ბევრ ჩემს თანამონაწილეს და ახლა მეხება მეც და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, ისევე როგორც ყველა სხვა შეცდომა, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხოთ. ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი", - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.
მანვე სთხოვა მოქალაქეებს, თავიანთ ეზოში, სოფელში შექმნან მიხეილ სააკაშვილის გამოხსნის კომიტეტი პუტინის ტყვეობიდან. მისი თქმით, იმისთვის, რომ ხალხს დაეხმაროს, აქ, ბადრაგებს შორის არ უნდა იყოს, რადგან ნამდვილად აქვს ენერგია და შესაძლებლობა ადამიანთა დახმარების.
მიხეილ სააკაშვილი ერთ საათზე მეტხანს მიმართავდა საზოგადოებას. ამ წუთისთვის სასამართლოში შესვენება გამოცხადდა.
პარარელურად, გრძედება საპროტესტო აქცია, სადაც 15 პირი დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გარძელდება 7 ნოემბრის აქციის დარბევის და ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის საქმის განხილვა.