ახალი ამბები
კორონავირუსს 80 პაციენტი ემსხვერპლა, დადასტურდა 5 ათასზე მეტი შემთხვევა
საქართველოში კორონავირუსზე გამოიკვლიეს 53 834 პირი. მათგან ვირუსი 5050 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან სამეგრელოს რეგიონში 475 შემთხვევაა.

სულ დადასტურებულია 845 643 შემთხვევა.

გარდაიცვალა 80 პაციენტი. ჯამში 12054 გარდაცვლილი.

გამოჯანმრთელდა 4214 მოქალაქე. სულ 788 201 გამოჯანმრთელებული.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 9,38%, ბოლო 14 დღის - 8,96%, ბოლო 7 დღის - 8,95%.

სულ აცრილია 2 170 057 პირი. დღიურად აცრილია - 13 603.

კარანტინის რეჟიმში რჩება 40 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 554, კლინიკურ სასტუმროში - 1 135.