ახალი ამბები
რუხის კლინიკაში ზუგდიდის 3 მცხოვრები გარდაიცვალა
რუხის კოვიდ კლინიკაში ზუგდიდის სამი მცხოვრები გარდაიცვალა. გარდაცვლილია 75 წლის ქალი, 69 წლის ქალი და 95 წლის ქალი.

რეგიონის კოვიდ კლინიკებში 470 პაციენტია მოთავსებული.

რუხის კლინიკაში იმყოფება 174 კოვიდ პაციენტი. მათ შორის მძიმე 34.

ფოთის კლინიკაში 39 პაციენტი მკურნალობს.

სენაკის კლინიკა "სენამედში" 44.

ფოთის კლინიკა "ბომონდში" იმყოფება 45 კოვიდ პაციენტი. მძიმეა სამი მათგანის მდგომარეობა.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 27 პაციენტი რჩება.

სენაკის "ლაზიკა მედში" – 98. აქედან მძიმეა 2-ის მდგომარეობა, 85-ის კი საშუალო სიმძიმის.

მარტვილის ევექსის კლინიკაში 20 პაციენტია.

წალენჯიხის ევექსის კლინიკაში 23.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 349 პირი.

რეგიონის მასშტაბით საკარანტინე სივრცეში იმყოფება 24 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე.