სამეგრელოს რეგიონში 3 პირი დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-ტარების ბრალდებით
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქვეყნის სხვადასხვა
რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი
იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯამში
დაკავებულია 10 პირი.
მათგან 3 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
კერძოდ, ერთი პირი სამართალდამცველებმა მარტვილის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მდებარე ხის სათავსოდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 83 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ამას გარდა, მესტიაში ორი მოქალაქე დააკავეს. ერთ შემთხვევაში, ავტომანქანის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, შაშხანა, 1 მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა.
მეორე შემთხვევაში კი, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, 23 საბრძოლო ვაზნა და შაშხანაა ამოღებული.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ჩამოთვლილ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.