ახალი ამბები
უგულავა 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა.

გიგი უგულავა სამართალდამცველებმა 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის პროცესის მიმდინარეობისას, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.