ახალი ამბები
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და წევრი ქვეყნების მინისტრებმა საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადეს
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დღეს, 1 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტერიალში, სადაც მიწვეული იყვნენ ნატო-ს ასპირანტი ქვეყნების საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივნის და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ასპირანტი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ საქართველო არის ნატო-ს უახლოესი პარტნიორი და ხაზი გაესვა მის წვლილს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მათ შორის, ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში.

"მინისტერიალზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ნატო ერთგულია ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების და გამოხატავს მზაობას გააგრძელოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

მინისტერიალის განსახილველ საკითხებს შორის იყო შავი ზღვის უსაფრთხოება, ამ კონტექსტში, ალიანსის თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათი ინტეგრაციული მექანიზმების გაძლიერება და შემდგომი მხარდაჭერა.

რიგის მინისტერიალზე მიღებული იქნა სპეციალური ანგარიში ასპირანტ ქვეყნებთან დაკავშირებით, სადაც ასახულია როგორც ასპირანტი ქვეყნების მხრიდან ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ასევე ალიანსის მხრიდან გაწევრიანების გზაზე ასპირანტების დახმარების კონკრეტული მექანიზმები და ახალი მიმართულებები.

აღნიშნულ მინისტერიალს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ალიანსის 2022 წლის სამიტის წინ, სადაც უნდა მოხდეს ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის დამტკიცება. მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა გაეჟღერებინა ის მოლოდინები, რაც არსებობს 2022 წლის სამიტთან მიმართებაში", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალის მოსამზადებელ პერიოდში ქართულმა მხარემ შეიმუშავა და ალიანსს გადასცა საკუთარი ხედვები ნატოში ინტეგრაციის გზაზე როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერების თვალსაზრისით, რაც მათ შორის, გულისხმობს რეფორმების განხორციელებას, ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და მედეგობის განმტკიცებას.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) კორონავირუსის ახალი შტამის
11:35 / 21.01.2022
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) კორონავირუსის ახალი შტამის
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა აეროდრომის
11:20 / 21.01.2022
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა აეროდრომის
ბოლო 24 საათში 56 386 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის
სწრაფი ტესტით - 35 725,
10:48 / 21.01.2022
ბოლო 24 საათში 56 386 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 35 725,
აფხაზეთში კორონავირუსზე 380 პირი გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი
10:27 / 21.01.2022
აფხაზეთში კორონავირუსზე 380 პირი გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.