ახალი ამბები
წყალი გზაზე მდინარესავით მიედინება - ლესიჭინეში გზის დაგებას ითხოვენ
FaceBook Twitter
E-mail Print
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს ხახულიათის დასახლებაში მოსახლეობა გზის დაგებას ითხოვს. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, საუბარია დაახლოებით კილომეტრნახევრიან მონაკვეთზე, რომელიც დასახლებას ცენტრალურ გზასთან აკავშირებს. მოქალაქეების ცნობით, გზის მხოლოდ 100 მეტრიანი მონაკვეთი დაიფარა რკინა-ბეტონის საფარით, დანარჩენი ნაწილი კი მძიმე მდგომარეობაში დატოვეს.

დასახლებაში მცხოვრებ ნატა სიჭინავას თქმით, განსაკუთრებით რთულია ამ მონაკვეთის გავლა წვიმიან ამინდში, რადგან სანიაღვრე არხების არარსებობის გამო, წყალი სავალ ნაწილზე გროვდება. მისივე განმარტებით, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც სოფელში გაზის გაყვანის სამუშაოების ფარგლებში ეს მონაკვეთი გაითხარა.

"საშინელი მდგომარეობაა. ადამიანი ჩვეულებრივ ვერ გაივლის, ისეთი ტალახია. ჩექმებით გვიწევს სიარული. ბავშვები ნორმალურად სკოლაში ვერ დადიან, ბაღში ვერ დადიან... სახლში არ შეისვლება ჭიშკართან ისეთი მდგომარეობაა.. წყლის გასავალი არ აქვს გზას და გზაზე მიდის მდინარესავით", - გვითხრა ნატა სიჭინავამ.

მისი ინფორმაციით, დასახლებამ, სადაც 30 ოჯახი ცხოვრობს, წლების განმავლობაში არაერთხელ მიმართა მერიას გზის შეკეთების თხოვნით, თუმცა დაპირების მიუხედავად პრობლემა ამ დრომდე არ მოგვარებულა.

ამის შემდეგ მოსახლეობა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" დაუკავშირდა. არასამთავრობო ორგანიზაციასთან მოქმედი სამოქალაქო საბჭოს წევრები ადგილზე შეხვდნენ სოფლის მკვიდრთ და გაეცნენ დასახლებაში არსებულ ვითარებას.

"მივმართეთ განცხადებით, ერთის მხრივ ჩხოროწყუს მერიას, მეორეს მხრივ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ვთხოვეთ მათ, რომ მოიძიონ თანხები ხახულიათის დასახლების პრობლემის გადასაჭრელად", - განაცხადა ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ჩიქოვანი "ლაივპრესთან" საუბარში ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებში საუბნო გზების შეკეთების თანხები 2022 წლის ბიუჯეტშიც არ არის და ჯერ-ჯერობით მხოლოდ ცენტრალური გზების შეკეთება ხერხდება.

როგორც ის განმარტავს, გაზიფიკაციის სამუშაოების შემდეგ, არა მარტო ხახულიათის უბანში, თითქმის ყველგან, სადაც გრუნტოვანი გზა იყო, ანალოგიური პრობლემა შეიქმნა.

მერის მოადგილის მტკიცებით, კომპანიას, რომელიც გაზიფიკაციის სამუშაოებს ატარებს, აქვს ვალდებულება, მოხრეშოს გზის სავალი ნაწილი, რისი შესრულებაც დამოკიდებულია ამინდზე. კარგი ამინდის პირობებში, როგორც ის ირწმუნება, კომპანია ეცდება ვალდებულება ახალ წლამდე შეასრულოს.

"ამ ეტაპზე საუბარია მარტო მოხრეშვაზე და იმაზე, რომ მოწესრიგდეს იქაურობა. რაც შეეხება ასფალტირებას, სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით მუნიციპალიტეტს არ აქვს შესაძლებლობა, რომ გზები გაკეთდეს უბნების დონეზე. ჩვენ ამ ეტაპზე ვაკეთებთ ცენტრალურ გზებს, ისიც რეგიონული განვითარების ფონდი გამოყოფს ამ თანხას. ადგილობრივ ბიუჯეტს ჯერ-ჯერობით ამის შესაძლებლობა არ აქვს", - განაცხადა მერის მოადგილემ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.