ახალი ამბები
ფოთში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ფოთში, კუნძულის უბნის სანაპიროსთან 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. "ლაივპრესის" ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.