ენმ-ის დეპუტატები საკრებულოს სხდომაზე წარწერიანი მაისურებით მივიდნენ
ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულო დღეს პირველად იკრიბება.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები სხდომაზე
"თავისუფლება მიშას" წარწერიანი მაისურებით მივიდნენ.
სხდომას ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი გახსნის. შემდეგ კი მას უხუცესი წევრი, სავარაუდოდ დეპუტატი კონსტანტინე უბერი გაუძღვება.

დღეს სხდომაზე უნდა აირჩიონ საკრებულოს სამანდატო და ხმის დამთვლელი დროებითი კომისიები. ასევე, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.
სხდომის დაწყების წინ, ენმ-ის წევრებმა ფეხზე დგომით და ფოტოებით პატივი მიაგეს ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას.
ზუგდიდის მეშვიდე მოწვევის საკრებულოში მმართველ პარტიას უმრავესობა არ აქვს. 22 მანდატით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა" წარმოდგენილი, 20-ით "ქართული ოცნება", ხოლო 3-ით "გახარია - საქართველოსთვის".