ახალი ამბები
საკრებულოს სამანდატო კომისიის წევრობაზე ოპოზიციამ ზუგდიდში უარი თქვა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საკრებულოში, სამანდატო კომისია აირჩიეს. მისი წევრები არიან თამუნა ჯიქია, სანდრო სორდია და ნანა ხუფაცარია.

წევრობაზე უარი თქვა ენმ-მ და "გახარია-საქართველოსთვის" დეპუტატებმა.

ენმ-ის წარმომადგენელ თეიმურაზ ბასილაიას თქმით, ისინი არ აპირებენ არცერთ კენჭისყრაში მონაწილეობას, გარდა მეოთხედ დასმული საკითხის, საკრებულოს ლეგიტიმაციის.

"მხოლოდ უფლებამოსილების საკითხს ვუყრით კენჭს. ეს არის ჩვენი პოზიცია", - აღნიშნა მან.

"გახარია-საქართველოსთვის" წარმომადგენელ გიგა ფარულავას თქმით, ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა, იყო ყველაზე ცუდი არჩევნები 2012 წლის შემდეგ. მისი თქმით, ისინი რიგ მუნიციპალიტეტებში გადამწყვეტი ხმის უფლებით არიან წარმოდგენილები, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ მხარი დაბალანსებულ მმართველობას დაუჭირა.

გიგა ფარულავას განცხადებით, პარტიამ "საქართველოსთვის" არჩევნების დასრულებიდან მალევე შესთავაზა ორივე პოლიტიკურ პარტიას, ღია და გამჭვირვალე განხილვის გზით, აერიდებინათ ადგილობრივ დონეზე ნებისმიერი ტიპის კრიზისი. რა მიზეზითაც უარი თქვეს საკრებულოებში თანამდებობებზე და შესთავაზეს პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შეთანხმების გზით, აერჩიათ საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, რაზეც გამოხმაურება არ იყო არცერთი პარტიიდან.

"შესაბამისად, ჩვენ უარს ვაცხადებთ მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში. ჩვენგან არ იქნება წარმოდგენილი სამანდატო კომისიის წევრი. ჩვენ ვცნობთ რა თქმა უნდა საკრებულოს შემადგენლობას. დაგელოდებით თქვენ და ვაცხადებთ კიდევ ერთხელ, ნებისმიერ საკითხს, რომელიც ეხება ქალაქის ინტერესებს, მზად ვართ მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ქალაქს წაადგება", - აღნიშნა მან.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარე და მისი მოადგილეები უნდა აირჩიონ. ასევე, ცნონ საკრებულოს წევრთა უფლებამოსილება.

ქვეყნის მასშტაბით ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომები მიმდინარეობს.

ზუგდიდის მეშვიდე მოწვევის საკრებულოში მმართველ პარტიას უმრავლესობა არ აქვს. 22 მანდატით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა" წარმოდგენილი, 20-ით "ქართული ოცნება", ხოლო 3-ით "გახარია - საქართველოსთვის".
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.