ახალი ამბები
საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ენმ-მ სხდომა დატოვა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საკრებულომ ცნო ახალი წევრების უფლებამოსილება. გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე ერთხმად მიიღეს. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომა დატოვა. ამის შესახებ თეიმურაზ ბასილაიამ განაცხადა. 

მისი თქმით, კენჭისყრის პროცედურებში აღარ აპირებენ მონაწილეობის მიღებას, რადგან მთელი საარჩევნო კამპანია აბსურდის "სპეცოპერაცია" იყო და დღეს ეს ყველაფერი "აბსურდის სცენარია".

"ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა პარტიების, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების აზრი და პათოსი. ეს მათი არჩევანია. ამიტომ, ჩვენთვის ბუნდოვანია და ამ სიტუაციაში მიგვაჩნია, რომ ჩვენი გადაწყვეტილება და კენჭისყრაში მონაწილეობა არის აბსურდული, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იქნება აბსურდის სცენარი ჩვენი მხრიდანაც და ზოგადად საკრებულოშიც. მთელი საარჩევნო პერიოდში, ეს არ იყო საარჩევნო კამპანია, ეს იყო სპეცოპერცია, რომელიც იყო ზუგდიდელი ამომრჩევლის წინააღმდეგ და ეს ვიხილეთ როგორც პირველ ტურში, განსაკუთრებით მეორე ტურში. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ლეგიტიმაციის შემდეგ დაგტოვოთ დარბაზში და იმუშაოთ ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე", - განმარტა თეიმურაზ ბასილაიამ.

სხდომის დატოვებისას მაია კალანდიამ მირანდა მესხს ქურდი უწოდა. თავის მხრივ, მირანდა მესხმა აღნიშნა, რომ ის ამ სიტყვებს ვერ მიიღებს.

"მე თან მაქვს წამოღებული ოქმები, კომისიის გადაწყვეტილებები. შეგიძლიათ ნახოთ, რომ არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია", - განმარტა მესხმა.

საკრებულოში სამი პარტიაა წარმოდგენილი. 22 მანდატი აქვს ენმ-ს, 20 მმართველ პარტიას, 3 კი "გახარია-საქართველოსთვის".

მანამდე ოპოზიციამ უარი თქვა სამანდატო კომისიის წევრობაზე და ის მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი
ინფრასტრუქტურული
15:33 / 20.05.2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული
სინგაპურში მიმდინარე შეჯიბრზე ზუგდიდელმა კიკბოქსიორმა,
15:00 / 20.05.2022
სინგაპურში მიმდინარე შეჯიბრზე ზუგდიდელმა კიკბოქსიორმა,
შრომის ინსპექციის სამსახურმა არასრულწლოვნის იძულებითი შრომის ფაქტი
გამოავლინა და დამსაქმებელი 10 ათასი ლარით დააჯარიმა. კერძოდ,
13:43 / 20.05.2022
შრომის ინსპექციის სამსახურმა არასრულწლოვნის იძულებითი შრომის ფაქტი გამოავლინა და დამსაქმებელი 10 ათასი ლარით დააჯარიმა. კერძოდ,
20 მაისს საქართველოში შენარჩუნდება გრილი, ქარიანი და ზოგან
ნალექიანი ამინდი.
13:23 / 20.05.2022
20 მაისს საქართველოში შენარჩუნდება გრილი, ქარიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.