არგუმენტებში საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან - სამანდატო კომისიის თავმჯდომარე ენმ-ს გადაწყვეტილებაზე
სამანდატო კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიამ უპასუხა ემ-ის მიერ
სხდომის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, დროებითმა სამანდატო კომოსიამ საკრებულოს სრულ
შემადგენლობას წარუდგინა საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის
საკითხი, სადაც ხაზგასმული იყო, რომ ეს არჩევნები ჩატარდა კანონიერად,
რასაც კენჭისყრის პროცედურის დროს ყველა მხარემ ერთხმად დაუჭირა
მხარი. თუმცა შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებს უსამართლო
უწოდა და დატოვა სხდომათა დარბაზი. სანდრო სორდია ამბობს, რომ ენმ
არგუმენტებში საკუთარ თავს ეწინააღმდეგება და არა სხვას.
"იმ შემთხვევაში თუ გახარიას გუნდმა თქვა დანარჩენ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი, პროცედურულად თუ "ქართული ოცნება" გარდა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა არ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, სხდომა სავარაუდოდ გადაიდება და ხელახლა უნდა მოხდეს კანდიდატურების დასახელება. მაგრამ მე იმედს ვიტოვებ, რომ ქალაქის ინტერესები იქნება ყველა სუბიექტისთვის პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა და ყველა ერთად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქალაქის წინსვალს შეუწყობს ხელს", - აღნიშნა მან.
სანდრო სორდიას თქმით, თუ მომდევნო სხომაზე ვერ მოხერხდა კენჭისყრა, გამოდის რომ ქალაქს კრიზისისთვის წირავენ, ამას კი არ დაუშვებენ.
"ჩვენ შევთავაზებთ ქალქის ინტერესებისთვის საჭირო პოზიციებს, შევთავაზებთ იმას, რომ არ უნდა მოხდეს ქალაქის გაჩერება. იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ჩაერთვება ამ ფერხულში", - განმარტა სორდიამ.
საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომა დატოვა. ამის შესახებ თეიმურაზ ბასილაიამ განაცხადა.
მისი თქმით, კენჭისყრის პროცედურებში აღარ აპირებენ მონაწილეობის მიღებას, რადგან მთელი საარჩევნო კამპანია "სპეცოპერაცია" იყო და დღეს ეს ყველაფერი "აბსურდის სცენარია".
საკრებულოში სამი პარტიაა წარმოდგენილი. 22 მანდატი აქვს ენმ-ს, 20 მმართველ პარტიას, 3 კი "გახარია-საქართველოსთვის".