ზუგდიდის საკრებულომ პირველ სხდომაზე ვერ აირჩია საკრებულოს თავმჯდომარე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც წარმომადგენლობითი
ორგანოს ხელმძღვანელი პირები
უნდა აერჩიათ, ქვორუმის არქონის გამო გადაიდო.
ენმ-ის მიერ სხდომის დატოვების შემდეგ, იგივე გადაწყვეტილება ექსპრემიერის გუნდის, "გახარია-საქართველოსთვის" წევრებმა მიიღეს.
"ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ დაძლია პოლიტიკური ინტერესები, თავიანთი ძალაუფლების წყურვილი და რევანშის წყურვილი და ჩვენს შეთანხმებაზე უარს ამბობენ. შესაბამისად, რადგან შემდეგი საკითხი სხდომაზე იქნება საკრებულოს თავმჯდომარის წამოყენებაზე, ამ ეტაპზე ჩვენ, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე პარტია უარს ამბობს ჩვენს შეთანხმებაზე, მონაწილეობას შემდეგ პროცედურებში არ მივიღებთ. ჩვენგან არ იქნება წარმოდგენილი საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურა და ჩვენც ამ ეტაპზე დავტოვებთ საკრებულოს სხდომა", - ასე განმარტა "საქართველოსთვის" წევრმა გიგა ფარულავამ სხდომის დატოვების გადაწყვეტილება.
შესაბამისად საკრებულოს აპარატის უფროსმა ნატა პაპასკირმა განმარტა, რომ საკრებულოს სხდომა ვერ გაგრძელდებოდა:
"რადგან ოპოზიციურმა პარტიებმა გააკეთეს განცხადება, რომ არ ღებულობენ ისეთ პროცედურულ საკითხებში მონაწილეობას, როგორიცაა საკრებულოს ხელმძღვანელი პირების არჩევა, საკრებულოს აღარ ჰქონდა ქვორუმი, ანუ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ნახევარზე მეტი ხმა, რაც 23 ხმას შეადგენს. საკრებულოს სხდომა რეგლამენტის შესაბამისად გადაიდო ერთი კვირით" - განაცხადა ნატა პაპასკირმა.
მანამდე, სამანდატო კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიამ განაცხადა, რომ თუ სხდომას გახარიას პარტიის წარმომადგენლები დატოვებდნენ, და თუ ვერც მომდევნო სხომაზე ვერ აირჩევდნენ საკრებულოს თავმჯდომარეს და თანამდებობის პირებს, ეს მუნიციპალიტეტის კრიზისისთვის გაწირვას ნიშნავს.
"ჩვენ შევთავაზებთ ქალქის ინტერესებისთვის საჭირო პოზიციებს, შევთავაზებთ იმას, რომ არ უნდა მოხდეს ქალაქის გაჩერება. იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ჩაერთვება ამ ფერხულში", - განმარტა სორდიამ.
მანამდე, საკრებულოს წევრთა უფლებამოსილება ერთხმად ცნეს. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
ამასთან, ზუგდიდის ახლადარჩეულ საკრებულოში ორი ფრაქცია დაფუძნდა. ერთია "ზუგდიდი საქართველოსთვის", რომლის თავმჯდომარე გიგა ფარულავა გახდა. მისი მოადგილე მალხაზ თორიაა.
ამასთან, შეიქმნა ფრაქცია "ოცნება-დემოკრატიული საქართველო". თავმჯდომარე ირაკლი გოგოხია გახდა. მას 6 მოადგილე ჰყავს.