საკრებულოს თავმჯდომარეები ვერც წალენჯიხასა და სენაკში აირჩიეს
ზუგდიდის მსგავსად, საკრებულოს თავმჯდომარე ვერც წალენჯიხასა და
სენაკში არჩიეს. სხდომას წალენჯიხაში 27 წევრიდან 26 დეპუტატი
დაესწრო.
თუმცა, წალენჯიხის საკრებულოს აპარატის უფროსმა, იზო მოლაშხიამ
"ლაივპრესს" უთხრა, რომ საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის
შემდეგ, სხდომათა დარბაზი "ნაციონალური მოძრაობის" და
"გახარია-საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა დატოვეს.
შესაბამისად, არ იყო ქვორუმი და სხდომაც ერთი კვირით გადაიდო. ის
პარასკევს, 10 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
ამასთან, სხდომის დასრულებამდე, გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა შექმნეს ერთი ფრაქცია "წალენჯიხა საქართველოსთვის".
საკრებულოს თავმჯდომარე არც სენაკში აურჩევიათ დღეს. სხდომა, რომელსაც თავიდან 33 წევრიდან 32 დეპუტატი ესწრებოდა, მოგვიანებით "გახარია-საქართველოსთვის" სამმა წარმომადგენელმა დატოვა. წარმომადგენლობითი ორგანოს პრესსამსახურში "ლაივპრესს" განუმარტეს, რომ მმართველი პარტიის და ენმ-ის დეპუტატებმა, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხის განხილვა მომავალი სხდომისთვის გადადეს.

სენაკის საკრებულო: ფოტო სენაკის საკრებულოს ფეისბუკ გვერდიდან
სენაკის საკრებულოში "ქართული ოცნების" 16, ენმ-ის 13 და "გახარია-საქართველოსთვის" 4 წევრია.
სხდომა მომდევნო პარასკევს განახლდება.
საკრებულოს თავმჯდომარე ქვორუმის არარსებობის გამო ვერც ზუგდიდში აირჩიეს. ენმ-ის მიერ სხდომის დატოვების შემდეგ, იგივე გადაწყვეტილება ექსპრემიერის გუნდის, "გახარია-საქართველოსთვის" წევრებმა მიიღეს.