„გახარია-საქართველოსთვის“ სენაკის საკრებულოს წევრმა დეპუტატის მანდატი დატოვა
სენაკის ახლადარჩეული საკრებულოს წევრმა "გახარია-საქართველოდან",
ილია ახალაიმ მანდატი დატოვა.
სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი განცხადებით მან უკვე
მიმართა. როგორც "ლაივპრესს" პარტიის პრესსამსახურში უთხრეს, დეპუტატს
ჰქონდა მათთან კომუნიკაცია და აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები
იყვნენ. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, უცნობია. ილია ახალაიას
ამ თემაზე საუბარი არ სურს.
თუმცა, პარტიაში ამბობენ, რომ ის რჩება მათი გუნდის წევრად. მხოლოდ დეპუტატის მანდატზე ამბობს უარს.
მას შემდეგ, რაც საკრებულო უფლებამოსილებას შეუწყვეტს, ილია ახალაიას ნუკრი შამათავა ჩაანაცვლებს.
სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ დეპუტატის განცხადება უკვე გადაუგზავნეს საკრებულოს, რომელმაც აღნიშნულ მოთხოვნაზე გადაწყვეტილება უნდა მიღოს. რატომ სურს მას საკრებულოს დატოვება, მიზეზი არც ამ განცხადებაშია დაკონკრეტებული.
თავის მხრივ, სენაკის საკრებულოს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ სანამ საკრებულოს არ ეყოლება მუდმივმოქმედი სამანდატო კომისია, მანამდე უფლებამოსილებას საკრებულო ვერ შეუწყვეტს. თუ კომისიას მომდევნო სხდომაზე აირჩევენ კომისიას, საკითხს იმავე დღეს განიხილავენ.
სენაკის ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე თავმჯდომარე და თანამდებობის სხვა პირები არ აურჩევიათ. როგორც პრესსამსახურში განმარტეს, მმართველი პარტიის და ენმ-ის დეპუტატებმა, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხის განხილვა მომავალი სხდომისთვის გადადეს.
მანამდე, სხდომა "გახარია-საქართველოსთვის სამმა წევრმა დატოვა.
საკრებულოს თავმჯდომარეები დღეს ვერც ზუგდიდსა და წალენჯიხაში აირჩიეს.