ბოლო შვიდ დღეში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 8 და მოსწავლეების 3 პროცენტს
გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით
შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი. ბოლო შვიდი
დღის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 108 სკოლა და 369
ცალკეული კლასი.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 115 მასწავლებელი, რაც გასული კვირის მონაცემთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია.
ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.8%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს.
ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71%.
"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში ჩოვიდ-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს ჩოვიდ-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება.
სკოლებში მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და შექმნილია უსაფრთხო გარემო. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ", - აცხადებენ სამინისტროში.