დევნილები იძულებული გახდნენ შიმშილობა შეეწყვიტათ
ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში მოშიმშილე 4 პირი
ჯანმრთელობის გაუარესების გამო იძულებული გახდა შიმშილობა შეეწყვიტა.
ერთ-ერთი მათგანის შვილი ნინო ბებია "ლაივპრესთან" საუბარში ამბობს,
რომ აქციის მონაწილეებს შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს სასწრაფო
დახმარება დასჭირდა. ისინი 3 დეკემბერს სისუსტისა და თავბრუსხვევის
ნიშნებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. როგორც ნინო ბებია აცხადებს, მათ
სისხლის გადასხმა გაუკეთდა. სწორედ ამის შემდეგ, ოჯახის წევრების
თხოვნით მიიღეს შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება. გარდა ამისა
გააგზავნეს წერილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს
საბჭოში, რომ კიდევ ერთხელ გადაიხედოს, თუ რატომ არ მოხდა მათი ახალი
ბინით დაკმაყოფილება.
ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში ძველი ფიცრებისგან მოწყობილ კარავში, აფხაზეთიდან დევნილმა 4 პირმა შიმშილობა ახალი ბინის მოთხოვნით დაიწყო. ერთ-ერთს, 63 წლის ქეთევან ინალიშვილს პროტესტის ნიშნად პირი ჰქონდა ამოკერილი.
დევნილები ამბობენ, რომ 30 წელია ახალი ბინის მოლოდინში ნგრევად და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში, ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობენ და დაპირების მიუხედავად ნოემბერში, განსახლების ახალ ეტაპზე ბინა ვერ მიიღეს. ისინი თვლიან, რომ სახელმწიფო დევნილებზე ბინას უსამართლოდ გასცემს და უყურადღებოდ რჩებიან უმძიმეს პირობებში მყოფები.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა.
ნოემბერში ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს გადაეცა. პროცესით უკმაყოფილო დარჩა მოქალაქეთა ნაწილი, რომლებასც ოკუპირებული აფხაზეთიდან იძულებით გადმოსვლის დღიდან მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება.
სააგენტოში ირწმუნებიან, რომ დაიწყება ახალი კორპუსების მშენებლობა და განსახლების პროცესი გაგრძელდება.
ოფიციალური მონაცემებით, 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, ახალი საცხოვრებელი 27 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა.