ახალი ამბები
სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის 245 შემთხვევაა
საქართველოში გამოვლენილი 3 410 ახალი შემთხვევიდან, სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსი 245 პირს დაუდასტურდა. თბილისში 1 389 შემთხვევაა, იმერეთში 776. რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს, მონაცემები ასე ნაწილდება:

შიდა ქართლი 210, კახეთი 182, ქვემო ქართლი 179, აჭარა 157, სამცხე-ჯავახეთი 91, გურია 87, მცხეთა-მთიანეთი 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 28.

ამასთან, სამეგრელოს რეგიონში აიცრა კიდევ 636 მოქალაქე.