ჩინეთიდან საქართველოში გამოემგზავრა პირველი რეგულარული სატვირთო მატარებელი
13:37 / 05.12.2021
ჩინეთის განსუს პროვინციის ქალაქ უვეიდან, საქართველოს მიმართულებით
პირველი
რეგულარული სარკინიგზო-საკონტეინერო მატარებელი გამოემგზავრა.
მატარებლის საბოლოო დანიშნულების ადგილია თბილისი. აქ ტვირთი 10-12 დღეში ჩამოვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაზიდვები რეგულარულად შესრულდება როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებით.
საქართველოს მიმართულებით პირველი სატვირთო მატარებლის გამომგზავრებასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ.
ელჩმა ხაზი გაუსვა პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას და საქართველოს, როგორც სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკური რეგიონული ჰაბის პოზიციონირებას.
თავის მხრივ, განსუს პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა აღნიშნა, საქართველოს მზარდი როლი სარტყელისა და გზის გლობალური ინიციატივის ფარგლებში, რასაც ხელს უწყობს მსგავსი პროექტების განხორციელება.