უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლმადიდებელი ქრისტიანია - მიტროპოლიტი ნიკოლოზი
ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ყოფილი
პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ
პაციენტს შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შეუსრულა. ეს, როგორც
აღნიშნა, თავად სააკაშვილის თხოვნა იყო. მიტროპოლიტის თქმით, ამ დროს
ადამიანის ფიზიკური განკურნებაც ხდება და ამბობენ, რომ დავიწყებული
ცოდვებიც მიეტევება.
მეუფე ნიკოლოზს ექსპრეზიდენტი ძალიან დასუსტებული მოეჩვენა, ვიდრე წინა შეხვედრისას, როცა 40 დღიანი შიმშილობის შემდეგ აზიარა.
"მე პატრიარქთან თავის დროზე შევათანხმე მისი ზიარება და რადგან მისგან მივღე ლოცვა-კურთხევა, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა წესების შესრულების უფლებაც მაქვს.
რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვერაფერს სხვას ვერ გეტყვით, აღსარება თქვა, ეზიარა, ახლა ხანგრძლივი ლოცვები მოისმინა და შვიდჯერ იცხო ზეთი. ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოდან ექვსი უკვე მასზე შესრულებულია, მეშვიდე ჯერ ცოტა ადრეა", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მიხეილ სააკაშვილი 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის ჰოსპიტალში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ის საკუთარი სასამართლოს ორ სხდომას უკვე დაესწრო.