ოპოზიცია ზუგდიდის მერიასთან საპროტესტო აქციას გამართავს
გაერთიანებული ოპოზიცია ხვალ, 6 დეკემბერს, ზუგდიდის მერიასთან
საპროტესტო აქციას გამართავს. შეკრებას "ნაციონალური მოძრაობის"
წარმომადგენელი, ანა წითლიძე აანონსებს. მისი განმარტებით, ზუგდიდის
ახლადფორმირებული საკრებულო ვერ ირჩეს თავმჯდომარეს, ეს კი ნიშნავს
პარალიზებულ წარმომადგენლობით ორგანოს, პარალიზებული საკრებულო კი
ნიშნავს იმას, რომ ვერც ზუგდიდის მერი ახორციელებს სრულყოფილად
უფლებამოსილებას. ამ ყველაფერში ანა წითლიძე მმართველ პარტიას
ადანაშაულებს და ამბობს, რომ კრიზისი სწორედ "ქართულმა ოცნებამ"
შექმნა.
"პირველი ტურის შედეგებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავდა 23 დეპუტატი, ანუ სრული უმრავლესობა. "ქართულ ოცნებას" 19, გახარიას - 3.
დამარცხებულმა ქართულმა ოცნებამ თადარიგი დაიჭირა და მირანდა მესხის წყალობით, ერთ გამარჯვებულ ოლქში მანდატი წაგვართვა. "ქართულმა ოცნებამ" იცოდა რომ ეს წართმეული მანდატი მას არ ჰყოფნიდა უმრვალესობისთვის, მაგრამ ჩვენ გვაკარგვინებდა უმრავლესობას.
საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ ჩვენ ერთი მანდატი გვაკლია სრული უმრავლესობისთვის, ანუ თავმჯდომარის ასარჩევად. "ქართულ ოცნებას" 3.
ეს პოლიტიკური კრიზისი საკრებულოში აისახება თითოეული ზუგდიდელის ცხოვრებაზე და ყოველდღიურობაზე. ამ კრიზისის შემქმნელი არის ქართული ოცნება რომელმაც გამარჯვებულ ოლქში საოლქოს წყალობით მანდატი წაართვა ზუგდიდელებს.
ამიტომ "არჩეულმა მერმა" უნდა იცოდეს, რომ ის მშვიდად ვერ დაჯდება კაბინეტში", - წერს ანა წითლიძე.
მისი თქმით, დილის 11 საათზე ენმ-ის ოფისთან შეიკრიბებიან, თორმეტის ნახევრისთვის კი ზუგდიდის მერიასთან გადაინაცვლებენ.
3 დეკემბრის სხდომაზე, ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარე ქვორუმის არარსებობის გამო ვერ აირჩიეს. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, სხდომა ჯერ ენმ-მ, შემდეგ კი გახარიას პარტიის წევრებმა დატოვეს.
მანამდე სამანდატო კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიამ განაცხადა, რომ თუ სხდომას გახარიას პარტიის წარმომადგენლებიც დატოვებდნენ, და თუ ვერც მომდევნო სხომაზე ვერ აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს და თანამდებობის პირებს, ეს მუნიციპალიტეტის კრიზისისთვის გაწირვას ნიშნავს, რასაც არ დაუშვებენ.
სხდომა პარასკევს, 10 დეკემბერს განახლდება.