ახალი ამბები
ზუგდიდელი ძალოსანი ტაშკენტში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვა
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები 10 სპორტსმენით, ტაშკენტში, მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა. მათ შორის არის ზუგდიდელი ძალოსანი ირაკლი ჩხეიძე.

ის ფიცარნაგზე 15 დეკემბერს გამოვა.

ირაკლი ჩხეიძე რამდენიმე საერთაშორისო თუ შიდა შეჯიბრის გამარჯვებული და პრიზიორია.

აპრილში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მან მე-5 ადგილი დაიკავა.