ახალი ამბები
ქუთაისის კოვიდ კლინიკაში 41 წლის სენაკელი მამაკაცი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა, სენაკის სოფელ ნოსირის მკვიდრი, 41 წლის მამაკაცი. რამდენიმე დღით ადრე იგივე დიაგნოზით ამ ახალგაზრდა მამაკაცის დედა ასევე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქუთაისის კოვიდ კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას გარდაცვლილის მამა. 

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პაციენტი 29 ნოემბერს სენაკის კლინიკა "სენამედში" სუნთქვის მწვავე უკმარისობით შეიყვანეს, 4 დეკემბერს კი ქუთაისში, "იუნიქალმედიში" გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ცნობითვის, ბოლო 24 საათში ვირუსს რეგიონში 5 ადამიანი ემსხვერპლა. გამოვლინდა 366 ახალი შემთხვევა. 7 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 47 328 კვლევა ჩატარდა ტესტით. გამოვლინდა კორონავირუსის 4 509 შემთხვევა. სულ დადასტურებულია 871 580 შემთხვევა. გარდაიცვალა კიდევ 59 პაციენტი. ჯამში 12 466 გარდაცვლილი. გამოჯანმრთელდა 4 042 მოქალაქე. სულ 813 872 გამოჯანმრთელებულია.